Accentnews.ge
შატილის ავარიის საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

შატილის ავარიის საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

25/02/2021 13:53:16 სამართალი

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ ორ პირს: გოჩა გოგილაშვილსა და შალვა ბოლოთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლომ კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული თავისუფლების 6-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მოხდა, რომლის დროსაც 17 ადამიანი გარდაიცვალა 3 კი მძიმედ დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S