Accentnews.ge
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა.

25/02/2021 16:15:19 თავდაცვა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ლიცეუმის პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

"კადეტებმა ლიტერატურული კომპოზიციით გააცოცხლეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდი. მათ ემოციური პერფომანსით კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრე საზოგადოებას იუნკერთა საბრძოლო სულისკვეთება და სულისშემძვრელი გმირობა.ღონისძიების დასასრულს, კადეტებს სიტყვით მიმართეს ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.ლიტერატურულ კომპოზიციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ნინო დანგაძე და ნინო გედენიძე", – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S