Accentnews.ge
"პროკურატურის განცხადებამ მელიას პატიმრობის დაუსაბუთებლობა დაადასტურა"

"პროკურატურის განცხადებამ მელიას პატიმრობის დაუსაბუთებლობა დაადასტურა"

25/02/2021 18:47:26 სამართალი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პროკურატურის დღევანდელმა განცხადებამ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობის დაუსაბუთებლობა დაადასტურა.

მისი თქმით, ნიკა მელიას საპატიმროს გარეთ ყოფნა არანაირ საფრთხეს არ უქმნის გამოძიების წარმართვას და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ კუთხით დასაბუთება აკლდა პროკურატურის პოზიციას სასამართლო პროცესზე.

„პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ რეალურად ისინი თვლიან, რომ მელიას პატიმრობაში ყოფნა არაა საჭირო გამოძიების წარმართვისთვის. თუ ნიკა იქნება გარეთ და გადაიხდის გირაოს, შესაძლებელი იქნება საქმეზე ობიექტური გამოძიების წარმოება. ესეიგი ისინი თვლიან, რომ ნიკა შეიძლება ყოფილიყო გარეთ. ეს იყო ომბუდსმენის არგუმენტი, რომ პროკურატურამ ვერ დაასაბუთა, რა საჭიროებით იყო განპირობებული, როგორ შეეშლებოდა ხელი მართლმსაჯულებას ნიკა მელიას გარეთ ყოფნით. ეს განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის: პროკურატურა ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების პირობას აყენებს. კერძოდ, როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, თუ მელია სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადაიხდის, რომლის გადაუხდელობის გამოც მას პატიმრობა შეეფარდა, პროკურატურა მზადაა, სასამართლოს მიმართოს.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, "ნიკა მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი".

"დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე", - განაცხადა გულუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S