პირბადის წარმოება დაიწყეს, რომლის გამოყენების დროსაც სათვალე აღარ დაგიორთქლდებათ

26-02-2021 10:44:21 ეს საინტერესოა

ამერიკაში ახალი პირბადის წარმოება დაიწყეს, რომლის გამოყენების დროსაც სათვალე აღარ დაგიორთქლდებათ.

სათვალეების მწარმოებელი კომპანია „ოკლის“ წარმომადგენლის ბენ მუნის განცხადებით, ახალი პირბადე 95%–ით ფილტრავს ჰაერს, არა სამედიცინო მოხმარებისაა, თუმცა პანდემიის პირობებში, მოსახერხებელი. ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ MSK –3 არ დაგიზიანებთ სათვალეს და დაიცავს მას დაბინძურებისგან.

პირბადე დრეკადია, მოხერხებულად ერგება სახეს. ამასთან შესაძლებელია ფილტრის შეცვლა.

კომპანიის ვებ–გვერდზე პირბადის ფასი 60 აშშ დოლარია, ხოლო ფილტრის შეძენა 10 დოლარადაა შესაძლებელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები