Accentnews.ge
რატომ შეცვალა სასამართლომ ჰუმანური მიდგომა: რას ამბობს სტატისტიკა?

რატომ შეცვალა სასამართლომ ჰუმანური მიდგომა: რას ამბობს სტატისტიკა?

26/02/2021 08:14:06 პოლიტიკა, სამართალი

მართლმსაჯულების, განსაკუთრებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხისადმი კრიტიკის საპასუხოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად მოიხმობენ ხოლმე სტატისტიკულ მონაცემებს. ამ კონტექსტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც კრიტიკული პოზიციის გამო ხშირად არის თავდასხმის ობიექტი, მაგრამ მაინც ცდილობს, საზოგადოებას სასამართლოში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, ამჯერად საზოგადოებას სწორედ სტატისტიკური მონაცემების გაანალიზებას სთავაზობს.

სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ვადაში ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლოს მიდგომა გაცილებით ჰუმანური იყო: 2013 - 2016 წლები არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებელი მაღალია, ხოლო დაბალი - პატიმრობა.

სახელისუფლებო გუნდის მმართველობის მეორე ვადაში კი, განსაკუთრებით უაკანასკნელ წლებში რატომღაც, მიდგომა იცვლება: აღკვეთის ღონისძიების სხვადასხვა სახის გამოყენების სტატისტიკული მაჩვენებელი თითქის უტოლდება 2011–2012 წლების მონაცემებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დაკვირვებით, სტატისტიკა გვაძლევს ანალიზის შესაძლებლობას, რომ როგორც კი ხელისუფ;ება იცვლება, იცვლება სასამართლოს პოლიტიკაც:

„სასამართლოში პრობლემები ძალიან მომრავლდა. ჰუმანური მიდგომები, რომელიც მათ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჰქონდათ, რადიკალურად შეიცვალა. ამას აღკვეთის ღონისძიებები მოწმობს. სასამართლოს სისტემის და სისხლის სამართლის პოლიტიკის შეფასებისას მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს ყველა მიმართულება, რაზეც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. ერთ–ერთი სწორედ აღკვეთის ღონისძიებაა, რომელიც ადრეც იყო პრობლემური და ვფიქრობ, დღესაც არის: თითქმის იდენტურია პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი, რაც იყო 2011–2012 წლებში – 50%–ს სცილდება, დღესაც იგივეა! თითქმის იდენტურია გირაოს გამოყენების სტატისტიკა, თითქმის იდენტურია სხვა არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების სტატისტიკა. შუა პერიოდში, როდესაც „ქართული ოცნება“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში, მაშინ სასამართლო ბევრად უფრო ჰუმანური იყო. რატომ? ეს კითხვა უნდა დავუსვათ მოსამართლეებს“,– აცხადებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S