Accentnews.ge
გიორგი ბარამიძე რიგითი პოლიციელების სანქცირებას არ ეთანხმება

გიორგი ბარამიძე რიგითი პოლიციელების სანქცირებას არ ეთანხმება

26/02/2021 09:59:33 პოლიტიკა

შს– ყოფილი მინისტრი, ენმ–ის წევრი გიორგი ბარამიძე ენმ–ის ოფისში ჩატარებული სპეციოერაციის კონტექსტში რიგითი პოლიციელების სანქცირებას არ ეთანხმება.

მისი აზრით, სანქციები უნდა დაუწესდეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

„არ მგონია, რომ რიგით პოლიციელებზე უნდა გავრცელდეს სანქციები. ისინი მოქმედებდნენ უკანონო ბრძანებით. თუ პოლიციელი ხარ, ამ უკანონო ბრძანების არშესრულების ვალდებულება გაქვს, მაგრამ როდესაც სანქციბზეა საუბარი, ბუნებრივია, ეს უნდა ეხებოდეს პოლიტიკურ ფიგურებს: ოლიგარქ ივანიშვილს, რომელსაც უზურპირებული აქვს საქართველოში ხელისუფლება და არაფორმალურ მმართველობას ახორციელებს, პრემიერ–მინისტრს და და შს მინისტრს. სხვა პირები თუ იქნება ვინმე, რომელიც გარეულია ამ ამბავში, უნდა იქნეს განხილული და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული ამ დონეზე და არა რიგითი პოლიციელების დონეზე“.

იხილეთ ასევე: "მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო სანქციებზე" – ვის მოიაზრებენ სანქცირებულთა სიაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S