ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს
26/02/2021 11:04:04 სამართალი
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია ძვირფასეულობა. დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ინტენსიურ რეჟიმში ტატდება საგამოძიებო ღონისძიებები.


