Accentnews.ge
"საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს"

"საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს"

26/02/2021 12:49:55 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს, – იუწყება აზერბაიჯანული მედია.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შეფასებისას ალიევმა განაცხადა, რომ ამ მუშაობის შედეგები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.

„როგორც თურქეთს, ასევე ირანს და მომავალში სურვილის შემთხვევაში, საქართველოსაც შეუძლიათ, შეუერთდნენ ამ პლატფორმას“, - განაცხადა ალიევმა.

11 იანვარს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერები სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც რეგიონში ტრანსპორტისა და ეკონომიკური კავშირების დამყარებას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S