Accentnews.ge
ჩეჩნეთში 129 კლინიკა კოვიდ-უარყოფითობის ყალბ ცნობებს გასცემდა

ჩეჩნეთში 129 კლინიკა კოვიდ-უარყოფითობის ყალბ ცნობებს გასცემდა

01/03/2021 08:08:59 კავკასია

ჩეჩნეთში დახურეს 129 კლინიკა, რომელიც კოვიდ-უარყოფითობის დამადასტურებელ ყალბ ცნობებს გასცემდა.

საჩივრები მსგავსი ცნობების თაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულიდან გაჩნდა. მაშინ გროზნოს მერის თანაშემწემ ერთ-ერთი კლინიკის დირექტორს საყვედური ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოუცხადა, - წერს «Кавказский узел».

გასული წლის ნოემბრიდან რესპუბლიკაში 388 კერძო სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, - განაცხადა ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰას-მაგომედ კადროვმა.

თუ ოფიციალურ მონაცემებს დავუჯერებთ, ჩეჩნეთს რუსეთის მასშტაბით კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობით ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია. ამავდროულად, "როსსტატის" მონაცემებით, რესპუბლიკა 2020 წელს ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ლიდერი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S