სომხეთში დემონსტრანტები სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ (ვიდეო)

01-03-2021 13:30:01 კავკასია

სომხეთში პროტესტანდების ჯგუფი სახელმწიფო შენობაში შეიჭრა, რომელშიც რამდენიმე საჯარო უწყებაა განთავსებული. ამის შესახებ NEWS.am. იუწყება.

გამოცემის ცნობით, დემონსტრანტები შენობის მესამე კორპუსში იმყოფებიან.

ერევანში პროტესტი 24 თებერვლიდან გრძელდება. აღნიშნული პრემიერ–მინისტრ ნოკოლ ფაშინიანის და გენშტაბის დაპირისპირებას უკავშირდება: 23 თებერვლის ინტერვიუში ფაშინიანმა რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები „ისკანდერი“ გააკრტიკა და განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დროს მათ არ იმუშავეს. გენშტაბის ხელმძღვანელმა ტირან ხაჩატარიანმა არასერიოზული უწოდა პრემიერის განცხადებას. ამის შემდეგ კი ფაშინიანმა ის გადააყენა. საპასუხოდ გენშტაბმა პრემიერ–მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ამ მოთხოვნას ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა და გენშტაბის ხელმძღვანელის გათავიუფლება სცადა, თუმცა პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი არ მოაწერა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები