Accentnews.ge
აფხაზეთში რუსულმა კოვიდ-ჰოსპიტალმა მუშაობა შეწყვიტა

აფხაზეთში რუსულმა კოვიდ-ჰოსპიტალმა მუშაობა შეწყვიტა

01/03/2021 11:52:36 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულმა სამხედრო ჰოსპიტალმა მუშაობა შეწყვიტა. უკანასკნელი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი 28 თებერვალს გაწერეს და პირადი შემადგენლობა რუსეთში უახლოესი სამი დღის განმავლობაში დაბრუნდება.

«Апсныпресс»-ის ცნობით, დღეს რუსი სამხედრო მედიკოსები მედლებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. ცერემონიაში დე ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმირ დელბამ, თავდაცვისა და ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრებმა, აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

დღესვე დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსული მობილური კოვიდ-ჰოსპიტალის ხელმძღვანელ აბდულმეჯიდ მაგომედოვს შეხვდა და აფხაზეთისთვის კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული დახმარებსთვის მადლობა გადაუხადა.

«თქვენს მიერ გაწეული სამუშაო, ყველაფერთან ერთად, აფხაზი და რუსი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებაზე იყო მიმართული. თქვენი დახმარება ყოვეთვის დარჩება აფხაზი ხალხის მეხსიერებაში», – აღნიშნა მან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზური მხარის თხოვნის საფუძველზე 100-ადგილიანი მობილური ჰოსპიტალი გასული წლის ოქტომბერში მოაწყო. ამ დროის განმავლობაში იქ 500-მდე პაციენტი მიიღეს, ჩატარდა 5300-მდე ტესტირება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთს მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის კოვიდ-საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ამ დრომდე არ მიუწოდებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S