Accentnews.ge
გარდაბანში ძლიერი აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა

გარდაბანში ძლიერი აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა

01/03/2021 12:26:22 სამართალი

გარდაბანში ძლიერი აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა. თვითმხილველების განცხადებით, 11 და 15 წლის მოზარდები სკოლიდან სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მინდორში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. რამ გამოიწვია აფეთქება ჯერ–ჯერობით უცნობია.

15 წლის მოზარდი საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებით მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 11 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S