ყარაბაღის "პარლამენტმა" ბაქოს კონტროლქვეშ გადასული ტერიტორიები ოკუპირებულად გამოაცხადა

01-03-2021 17:20:11 კავკასია

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის "ეროვნულმა კრებამ" ("პარლამენტმა") 2020 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარი მორიგი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ბაქოს კონტროლს ქვეშ გადასული ტერიტორიები ოკუპირებულად გამოაცხადა.

შესაბამისი დადგენილება დღეს იქნა მიღებული. თუმცა, "რადიო აზატუტიუნის" ცნობით, დოკუმენტში ამ ტერიტორიების სახელწოდებები მითითებული არ არის.

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ "ყარაბაღის მიმართ აზერბაიჯანის აგრესია და აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაცია ვერ მოახდენს ვერავითარ სამართლებრივ გავლენას მთიანი ყარაბაღის სტატუსისა და საზღვრების საკითხების ირგვლივ სამომავლო მოლაპარაკებების მსვლელობისას".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები