Accentnews.ge
პრემიერი, რომელიც ცოტა ხნის წინ ოპოზიციის "დესტრუქციულ" ნაწილთან შეხვედრას გამორიცხავდა, დღეს მიშელს შესაბამისი ინიციატივისთვის მადლობას უხდის

პრემიერი, რომელიც ცოტა ხნის წინ ოპოზიციის "დესტრუქციულ" ნაწილთან შეხვედრას გამორიცხავდა, დღეს მიშელს შესაბამისი ინიციატივისთვის მადლობას უხდის

01/03/2021 14:27:49 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ნაწილს "კრიმინალებს" უწოდებდა და მათთან შეხვედრას გამორიცხავდა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ მზადაა, ოპოზიციის შეხვედრას დაესწროს.

ამასთან, მან მიშელს შესაბამისი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"მთავარი არხის" ჟურნალისტი დაინტერესდა, "რისთვის არის მზად ქართული ოცნება და რამდენად რეალურია რომ მმართველი გუნდი დათმობაზე წავიდეს?", რაზეც პრემიერმა შემდეგი განაცხადა:

"ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი, სხვა შემთხვევაში ეს კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ვართ მზად იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის".

ცნობისთვის: ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას დღეს საღამოს მოლაპარაკებებზე იწვევს.

"მე ყველას ვიწვევ რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე", განაცხადა მიშელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S