ფაშინიანმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა

01-03-2021 19:55:04 კავკასია

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

მედიის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა ერევანში, მისი მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე განაცადა.

25 თებერვალს სომხეთის გენშტაბმა პრემიერ–მინისტრის გადადგომა მოითხოვა. აღნიშნული ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები