Accentnews.ge
"ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრას  ვერ დავესწარი. შესაძლოა, ჩათვალეს რომ "გირჩიდან" ზურაბ ჯაფარიძე იმყოფება"

"ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრას ვერ დავესწარი. შესაძლოა, ჩათვალეს რომ "გირჩიდან" ზურაბ ჯაფარიძე იმყოფება"

01/03/2021 17:31:21 პოლიტიკა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრას ვერ დაესწრო.

მისივე თქმით, ვინაიდან შეხვედრაზე ზურაბ ჯაფარიძეც არის, ადმინისტრაციაში შესაძლოა, ჩათვალეს რომ "გირჩიდან" ზურაბ ჯაფარიძე იმყოფება.

"შევედი დაველაპარაკე ელჩის წარმომადგენელს, რომ მივხვდი რაღაც გაუგებრობაა გამოვედი. შეხვედრას არ დავსწრებულვარ, სიებშია რაღაც გაუგებრობა. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით რა ხდებოდა შეხვედრაზე. პოზიტიური მოლოდინი მაქვს, იმედია რომ ნებისმიერი ასეთი შეხვედრა მხარეებს რაღაც ბიძგს მისცემს, რომ მოლაპარაკება წინ წაიწიოს. არ მგონია დღეს რამე გადაწყდეს და პრინციპული ცვლილება მოხდეს", - აცხადებს რაქვიაშვილი.

ცნობისთვის: ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S