Accentnews.ge
საკონსულოში შექმნილი მდგომარეობის გამო ოფიციალურმა თბილისმა საბერძნეთში დამატებითი ძალები მიავლინა

საკონსულოში შექმნილი მდგომარეობის გამო ოფიციალურმა თბილისმა საბერძნეთში დამატებითი ძალები მიავლინა

14/05/2019 11:29:34 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საბერძნეთში საქართველოს საელჩოში ბიომეტრიული პაპსორტის აღების მსურველთა მაღალი მიმართვიანობის გამო ოფიციალურმა თბილისმა ადგილზე დამატებითი ძალები მიავლინა.

2019 წლის 1 მაისიდან  2019 წლის 1 ივნისამდე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებებში, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში ერთჯერადად თავისუფლდებიან საფასურის გადახდისგან. 

„მსურველთა ეფექტიანად მომსახურების მიზნით  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გადავიდნენ საგანგებო სამუშაო რეჟიმში, მათ შორის საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში, სადაც ფიქსირდება მოქალაქეთა განსაკუთრებით მაღალი მიმართვიანობა.  აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინიტროს აქციის დაწყებიდან დღემდე ქ. ათენში საქართველოს საკონსულო ყოველდღიურად 65-75 საქართველოს მოქალაქეს ემსახურება. მოქალაქეების ეფექტიანად მომსახურების მიზნით საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მიღების საათები გაზრდილი იქნა 09.00-დან  17.00 საათამდე, ამავდროულად მაღალი მიმართვიანობის ეფექტიანად გამკლავების მიზნით საგარეო საქმეთა უწყებამ ქ. ათენში დასახმარებლად წარგზავნა დამატებით საკონსულოს თანამშრომელი. აღსანიშნავია, რომ აქციის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. 

რაც შეეხება რეგისტრაციის სირთულეებს, მოგეხსენებათ, რომ იგი გამოწვეულია მოთხოვნის მზარდი ნაკადით და სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ თბილისიდან მივლენილიყო დამატებითი რესურსი იმისათვის, რომ ონლიან რეგისტრაციის პარალელურად მომხდარიყო მოქალაქეების განაცხადების მიღება უშუალოდ საკონსულო სამსახურის მიერაც“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო უწყებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S