
ლარის ახალი კურსი ცნობილია
09/07/2019 13:16:30 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9096 ლარი ეღირება, ევრო – 3.2599.
9 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.8320 ლარი ღირს, ევრო – 3.1778.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, 10 ივლისიდან შევა ძალაში.
ოფიციალური კურსით, ორი თვის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 7 თეთრითაა გაუფასურებული. გაზაფხულზე გაუფასურების შემდეგ, ლარს ივნისის პირველ ნახევარში გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ივნისის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურებას განაგრძობს.