„ნაკლებად რადიკალური ტონი ჰქონდა“ – ვაშაძემ ღარიბაშვილთან შეხვედრის რიგ დეტალზე ისაუბრა

02-03-2021 00:05:14 პოლიტიკა

გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრიდან რიგ დეტალებზე ისაუბრა. კერძოდ, ირკვევა, რომ თემებს, რომლის ირგვლივაც დილოგი უნდა გაგრძელდეს, კიდევ ორი საკითხი დაემატა:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრიდან რიგ დეტალებზე ისაუბრა. კერძოდ, ირკვევა, რომ თემებს, რომლის ირგვლივაც დილოგი უნდა გაგრძელდეს, კიდევ ორი საკითხი დაემატა:

„თავად ევროკავშირის მხარეც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა ზემნიშვნელოვანია მათთვისაც, ევროპული ინტეგრაციისთვის. ამდენად, ეს საკითხი დაემატა. მეორე – ასე ვთქვათ, არის საუბარი პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაზე, რომ ოპოზიციას მეტი მექანიზმი გჰქონდეს უფრო ეფექტურად წარმოადგინოს საკუთარი მხარდამჭერების არსი“,– განაცხადა ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში.

მისი შეფასებით თავად შეხვედრა ძალიან რთული იყო რამდენიმე გარემოების გამო:

„ამდენი ხნის შემდეგ ეს შეხვედრა შედგა დაჟინებული თხოვნით და მოთხოვნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, რომელიც 27 ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციას წარმოადგენს (ზუსტად ასე გვითხრა თავად). შეხვედრა შედგა პრეზიდენტის სასახლეში, სადაც პირველად ვიყავით. ვუთხარი კიდეც, „რომ არა თქვენი ვიზიტი, ჩვენ აქ ნამყოფი არ ვართ–მეთქი“. შეხვედრაზე იმყოფებოდა ღარიბაშვილი, რომელთანაც ჩვენ არასდროს გვქონია დიალოგი და ყველაზე მეტი რადიკალიზმით გამოირჩევა „ქართული ოცნებიდან“.

ბუნებრივია, მედიის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ღარიბაშვილის რიტორიკა, რომელიც ძირითადად ხისტი განცხადებებით გამოირჩევა, მაგრამ როგორც ვაშაძე იხსენებს, შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრ ნაკლებად რადიკალური ტონი ჰქონდა, თუმცა წარსულზე საუბარი სცადა, ამჯერად ინგლისურად:

„მაინც იყო წარსულზე საუბარი. 30–წლიანი ისტორიის პასაჟი იყო ინგლისურად“.

ვაშაძის შეფასებით, ევროკავშირს საქართველოს საკითხი „სხვა დონეზე აიყვანა“ და დასტურას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ასისტენტთან კომუნიკაცია მოიყვანა:

„შეხვედრაზე ადრე მივედი, მისი საგარეო ურთიერთობათა ასისტენტს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საკითხი, ბევრი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტს ამ ვიზიტამდე შარლ მიშელთან ჰქონდათ საუბარი საქართველოს საკითხზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ევროკავშირმა სრულიად სხვა დონეზე აიყვანა საკითხი“.

ვაშაძის ცნობით, საუბარი ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობის საკითხსაც შეეხო:

„ამ ეტაპზე განმეორებული იყო პროკურატურის პოზიცია, თუმცა, ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი არგუმენტია ჩვენს ხელში, რომ ეს დაკავება პოლიტიკურია – საჭირო არაა, ციხეში იჯდეს ადამიანი, მაგრამ ციხეში ზის. ბატონი შარლ მიშელი ქვეყნის პრემიერ–მინისტრი იყო, მისთვის გასაგებია ასეთი საკითხები. მანაც თქვა, „მესმის, პოლიტიკოსები ხართ, თქვენი პოზიციები გაქვთ, მაგრამ ისიც უნდა გაიგოთ, რომ უნდა შეთანხმდეთ და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვარ აქ, ამიტომ ვიღებ გარკვეულ პასუხისმგებლობას ამ პროცესში“. მოდი, ასე ვთქვათ, რომ მან პირად კონტროლზე აიყვანა ეს საკითხი, რომ გადაწყდეს. წინა შეხვედრაზე ცალსახად თქვა, რომ ის, რომ პირადად მონაწლეობს ამ შეხვედრაში, ნიშნავს, რომ შეთანხმების შესრულების გარანტია მისი მონაწილეობაცაა“.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ოპოზიციისთვის პრინციპული იყო, ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თემა ყოფილიყო განსახილველ საკითხთა ჩამონათვალში და შესაძლოა, გადაწყვეტის მისეული ხედვა მხარეებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც შესთავაზოს:

„ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებთ გადაწყვეტა შეთანხმებაში უნდა იყოს. „როგორი გადაწყვეტა იქნება, არ ვიცით, თქვენ ისაუბრეთ, ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს მოვამზადებთ და დანარჩენი ვნახოთ ამ ორი კვირის ვადაშიო“. შუამავლის რომლის ცვლა ამას ნიშნავს, რომ თავადაც დადებს ისეთ წინადადებებს, რომელიც შესაძლოა, მხარეებისგან არ მოდიოდეს, როგორც ამ კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტის ხედვას. ამაშია ამ ფორმატის სხვაობა: ის, რომ „წითელი ხაზია“ რიგგარეშე არჩევნები და ამაზე არ ვილაპარაკებ“– ეს ასე ვეღარ იქნება“. [...]

მთავარია, რომ ევროპელი პარტნორების ბიძგით ჩვენ გადაწყვეტამდე წავედით. ეს 2–კვირიანი ბლიცია. აქ წინაპირობებზე საუბარი წარმოუდგენელია. მოკლე ვადა აღებულია იმისთვის, რომ შეანხმებას ვაღწევთ, ან ვერა. მანაც ასე გვითხრა, „ან აგრძელებთ დიალოგს ჩვენი შუამავლობით, შეგიძლიათ, უარი თქვათ, ჩვენ ვერაფერს დაგაძლაებთ“. ჩვენც შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები