Accentnews.ge
შსს–ს ცნობით, პარლამენტთან 7 პირი დააკავეს

შსს–ს ცნობით, პარლამენტთან 7 პირი დააკავეს

02/03/2021 06:25:19 სამართალი

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 7 პირი დააკავეს.

„ამ დროისთვის დაკავებულია 7 ადამიანი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს–ში.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებასა და პარლამენტის დეპუტატებისთვის "სირცხვილის დერეფნების" მოწყობას ცდილობენ.

დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სტვენისა და შეძახილების ფონზე უწევთ. ყველა ავტომანქანას, რომელიც შედის პარლამენტის ეზოში, აქციის მონაწილეთა ის ნაწილი, რომელიც პიკეტს სამანქანო შესასვლელთან მართავს, შეძახილებით: "მონა!" აცილებენ.

პოლიციამ რამდენჯერმე გააფრთხილა აქტივისტები მათი შეძახილების გამო, თუმცა, შეკრებილმა მოქალაქეებმა შენიშვნები არ გაითვალისწინეს. . აქტივისტების თქმით, ისინი შეძახილების – "მონა", "გავრილოვის მონა!" გამო დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S