Accentnews.ge
გორში ენმ–ის ოფისს თავს დაესხნენ

გორში ენმ–ის ოფისს თავს დაესხნენ

02/03/2021 16:17:11 სამართალი

გორში „ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულ ოფისს თავს დაესხნენ. ჩამსხვრეულია ოფისის მინები, დამტვრეულია საოფისე ტექნიკა, დაზიანებულია კარი.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

როგორც ენმ–ში აცხადებენ, ეს მსგავსი თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა.

მათივე განცხადებით, სავარაუდოდ, გატაცებულია კომპიუტერი, სადაც პარტიული ინფორმაცია ინახება, მათ შორის – მხარდამჭერების შესახებაც:

„მოტივირებულად მოვიდნენ პატარა ბიჭები და კიდევ ერთხელ დაარბიეს ოფისი“.

წინასწარი ინფორმაციით, ოფისის დარბევაში 6 პირი მონაწილეობდა.

მასალა ივსება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S