Accentnews.ge
გორში ენმ–ის ოფისის დაზიანების ბრალდებით კიდევ მეოთხე პირი დააკავეს

გორში ენმ–ის ოფისის დაზიანების ბრალდებით კიდევ მეოთხე პირი დააკავეს

03/03/2021 08:31:15 სამართალი

სამართალდამცველებმა გორში ენმ–ის ოფისის დაზიანების ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

საქმეზე ამ დროისთვის 4 ადამიანია დაკავებული. მათგან ორი პოლიციამ 2 მარტს დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ნაციონალური მოძრაობის" პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ გორის ამავე ოფისს მანამდე, ხუთჯერ დაესხნენ თავს. ​ენმ-ს წარმომადგენელი რევაზ კახნიაშვილი ფორმულანიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციას წინა, მსგავსი შემთხვევები არ გამოუძიებია, ამიტომ ეს დანაშაული წახალისებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S