Accentnews.ge
Reuters– აშშ მზადაა, დახმარება გასწიოს სამხედრო ძალებისა და ტექნიკის ევროპის რეგიონში სწრაფად განთავსებაში, რათა რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში "შესაძლო მოულოდნელ კონფლიქტს" გაუმკლავდნენ

Reuters– აშშ მზადაა, დახმარება გასწიოს სამხედრო ძალებისა და ტექნიკის ევროპის რეგიონში სწრაფად განთავსებაში, რათა რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში "შესაძლო მოულოდნელ კონფლიქტს" გაუმკლავდნენ

03/03/2021 10:05:27 მსოფლიო, თავდაცვა

აშშ მზადაა, დაეხმაროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სწრაფად განათავსონ სამხედრო ძალები და ტექნიკა ევროპის რეგიონში, რათა რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში "შესაძლო მოულოდნელ კონფლიქტს" გაუმკლავდნენ, – იუწყება Reuters.

როგორც გამოცემა წერს, ბოლო წლების განმავლობაში NATO–ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჩატარებული არაერთი მასშტაბური რუსული წვრთნები დიდ შეშფოთებას იწვევს.

"შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ნორვეგიამ, რომლებიც NATO–ს წევრი ქვეყნები და ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები არიან, გასულ კვირას ევროკავშირში გაგზავნეს თხოვნა, ჩაერთონ პროექტ "სამხედრო შენგენში", რომელიც ”მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობის” (PESCO) პროექტის შემადგენელი ნაწილია და მიზნად ისახავს ევროკავშირში სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. ბლოკის არაწევრ ქვეყნებს მასში მონაწილეობის უფლება 2020 წლის ნოემბრიდან აქვთ", – წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, 2 მარტს პენტაგონის პრეს–სპიკერმა თომას კემპბელმა აშშ-ს შესაბამისი თხოვნის თაობაზე ინფორმაცია დაადასტურა.

"ვაშინგტონის თხოვნა განიხილება, როგორც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სურვილი, უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეს ევროპელ მოკავშირეებთან, განსხვავებით მისი წინამორბედი დონალდ ტრამპისგან, რომელსაც ევროპელ მოკავშირეებთან ხისტი მიდგომები ჰქონდა. NATO–ს მთავარსარდლების განცხადებით, წინააღმდეგობრივი კანონები ევროკავშირის 27 ქვეყანაში, ასევე ძალიან ვიწრო და სუსტი გამძლეობის ხიდები და გვირაბები სერიოზული დაბრკოლებაა სამხედრო ტექნიკის გადატანისთვის. აშშ–ის დახმარება და ჩართულობა ამ პროცესში შეიძლება, იყოს ფინანსური, ასევე წვრთნებში მონაწილეობით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეერთებული შტატების შეთავაზებას მაისში განიხილავენ", – წერს გამოცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S