გარდაცვლილი სამხედროს ძმა ტრაგედიის ახალ დეტალებზე საუბრობს
04/03/2021 06:49:05 სამართალი
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ძმა მომხდარის დეტალებზე საუბრობს.
„როგორც ვიცით, ეს უბედური შემთხვევა მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით მოხდა, [ჯარში] ანერვიულების ფაქტის არანაირი შემთხვევა არ ყოფილა, პირიქით ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიჭებთანაც, სერჟანტებთანაც, ოფიცრებთანაც“, – განაცხადა გარდაცვლილი სამხედროს ძმამ.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


