Accentnews.ge
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

04/03/2021 08:58:40 სამართალი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

მიმალვაში მყოფ ესებუას ადვოკატის სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, დღეს სასამართლომ ბრალდებულსა და დაცვის მხარეების შესავალი სიტყვები მოისმინა, რაც შეეხება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს, რომელიც შემდეგ სხდომაზე უნდა გაიმართოს, პროცესი, ჯერჯერობით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დღესვე, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმის, ბიძინა ესებუას საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც ასევე შესავალ სიტყვებს მოუსმინეს. შემდეგი პროცესი კი 24 მარტს ჩაინიშნა.

ბიძინა ესებუას უფლებადამცველის თქმით, მათი პოზიციაა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ის მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ამ დრომდე სამართალდამცავები მისი ძმის ადგილსამყოფელს ვერ პოულობენ. ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვასა და ტარებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდი ფილიალზე თავდასხმა გასული წლის 21 ოქტომბერს მოხდა, თუმცა თავდამსხმელი დღემდე არ არის დაკავებული.

26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი, რომელმაც მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარი მიიღო და მიმალვა მოახერხა, 32 წლის ბადრი ესებუაა. შსს-მ საქმე ტერორიზმის მუხლებით გადააკვალიფიცირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S