მედია: 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა
04/03/2021 09:20:23 სამართალი
13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა.
როგორც „ტვ პირველმა“ გაარკვია, მოზარდი დედასა და ძმასთან ერთად შიდა ქართლის ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდა, სადაც პირველად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12 წლის ასაკში დედის მეგობარი მამაკაცისგან – 50 წლამდე პირისგან გახდა.
მედიასაშუალების ცნობით, ამის შემდეგ მოზარდი კიდევ რამდენჯერმე გახდა ძალადობის მსხვერპლი.
მას შემდეგ, რაც დედამ მოზარდი შვილის ორსულობის შესახებ შეიტყო, ის დედაქალაქში გადაიყვანა, სადაც ბავშვმა იმშობიარა. ამ დროისთვის ჩვილი თავშესაფარშია გადაყვანილი.
„გავიგეთ, რომ ბავშვა იმშობიარა. როცა ეს შევიტყვეთ, პოლიცია უკვე ჩართული იყო“,– განაცხადეს ოჯახის თანასოფლელებმა.
ფაქზე შსს გამოძიებას სსკ–ს 140–ე მუხლით აწარმოებს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.


