SpaceX-ის ახალი თაობის რაკეტა აფეთქდა

04-03-2021 15:02:44 ეს საინტერესოა

კრომპანია SpaceX-ის რაკეტა, Starship-ის პროტოტიპი, რომელმაც საცდელი გაფრენა ათი კილომეტრის სიმაღლეზე განახორციელა, მიწაზე ვერტიკალურად დაეშვა, მაგრამ რამდენიმე წუთში აფეთქდა.

ილონ მასკის კომპანიის მირ შექმნილი კოსმოსური აპარატი, ახალი თაობის SN10, ბოკა-ჩიკაში 3 მარტს მიწაზე უვნებელი დაეშვა და მერე აფეთქდა, თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებიც შარშან მიწაზე დაენარცხნენ ცეცხლის ალში გახვეული. 3 მარტის გაფრენით კომპანია აფეთქების მიუხედავად, კმაყოფილია.

უფრო ადრე, უპილოტო SN10 - Raptor-ის ტიპის მეთანზე მომუშავე ძრავებით, ტეხასის შტატის სამხრეთში აფრინდა, შემდეგ გადაიხარა ჰორიზონტალურად და დასაჯდომის წინ, ბოლო მომენტში გასწორდა. ტყვიის ფორმის რაკეტა ამჯერად უვნებელი დარჩა დაჯდომისას, მაგრამ გარშემო გაუჩნდა ხანძარი და აფეთქების შედეგად ნაწილებად დაიშალა.

SpaceX-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია იმის თაობაზე, რამ გამოიწვია ცეცხლი და ფეთქება.

კომპანიას აქვს სხვა რაკეტები, რომლებიც აგების სხვადასხვა სატიაში იმყოფება.

SpaceX-ი ფიქრობს, რომ რაკეტის ეს ტიპი შეცვლის უკვე მოქმედ Falcon-ს, რომელიც რეგულარულად გამოიყენება უპილოტო თუ ასტრონავტებით განხორციელებული მისიების დროს.

მასკი აცხადებს, რომ ამ ყველაფერს შეასრულებს Starship-ი უფრო ხშირად და უკეთ, გადაიყვანს მგზავრებს დედამიწის გარშემო და არა მხოლოდ იქ, მთვარესა და მარსზეც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები