Accentnews.ge
კაპანაძე– სააკაშვილს: „პლებისციტი არაა ივანიშვილის იდეა“

კაპანაძე– სააკაშვილს: „პლებისციტი არაა ივანიშვილის იდეა“

04/03/2021 14:32:31 პოლიტიკა

პლებისციტი არაა ივანიშვილის იდეა. ერთობლივ წიაღში დაიბადა და თანხმობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“,– ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „ტვ პირველის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.

ის ეთანხმება შეფასებას, რომ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებამ კონტექსტი შეცვალა და ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა და კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, თუმცა როგორც არჩევნებამდე გზა, უნდა იქნეს პლებისციტის შეთავაზება.

ამასთან, მისი თქმით, ის, რომ სააკაშვილს განსხვავებული პოზიცია აქვს, ამაში დრამატული არაფერია, მით უფრო, რომ ოპოზიციაში სხვებსაც აქვთ მსგავსი მოსაზრება:

„პლებისციტი რა არის – ხალხს ვეკითხებით და ამის წინააღმდეგი რატომ უნდა იყო, ჩემთვის ბოლომდე გასაგები არაა“

ცნობისთვის: სააკაშვილმა განაცხადა, რომ პლებისციტს ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ახვევს თავს და არ უნდა დასთანხმდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S