ფაშინიანმა და მარუკიანმა ვადამდელი არჩევნების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

04-03-2021 22:30:55 კავკასია

ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერს ედმონ მარუკიანს შორს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრა დასრულდა.

როგორც მანუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან და ნიკოლ ფაშინაინმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს: მარუკიანი ერთმანეთს უკავშირებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა ჩატარებისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დარჩენის საკითხს. პრემიერ-მინისტრი კი მიიჩნევს, რომ საჭირო არ არის ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენრალური შტაბის უფროსი, გენერალი ონიკ გასპარიანი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 25 თებერვალს თანამდებობოდან გაათავისუფლა, თავის მხრივ, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა, ხელი მოეწერა ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსის მოხსნაზე. გენერალიტეტს სოლიდარობას უცხადებენ სომხეთის გაერთიანებული ოპოზიცის ლიდერები.

16 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი კოალიცია ერევანში და სხვაგან ანტისამთავრობო დემონსტრაციებს აწყობს, და მოთხოვს ფაშინიანმა ხელისუფლება დროებით მთავრობას გადააბაროს. ოპოზიციის ძალებს სურთ, ვაზგენ მანუკიანი გახდეს შუალედური პრემიერ-მინისტრი და მან უხელმძღვანელოს ახალი არჩევნების გამართვას.

ფაშინიანი უარს აცხადებს გადადგომაზე, თუმცა მზად არის ოპოზიციასთან ერთად განიხილოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის საკითხი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები