Accentnews.ge
მესამე სასწავლო კურსის კადეტებთან და მათ მშობლებთან ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

მესამე სასწავლო კურსის კადეტებთან და მათ მშობლებთან ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

04/03/2021 13:06:05 თავდაცვა, რეკლამა

დღეს მესამე სასწავლო კურსის კადეტებთან და მათ მშობლებთან ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა შედგა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დამსწრეებს პრეზენტაცია ლიცეუმის ოფიცერმა მაიორმა ვაჟა ჭელიძემ და ლიცეუმში მოწვეულმა აკადემიის იუნკერებმა წარუდგინეს. პრეზენტაციის დაწყებამდე ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა ხაზი გაუსვა შეხვედრის მიზანს.

"გონივრული გადაწყვეტილება, სწორი არჩევანი მიზნის მიღწევის საწინდარია. ჩვენი კადეტები, თქვენი შვილები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგანან. რა თქმა უნდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მხარდაჭერა შეუცვლელია. ამიტომაც თავი ვალდებულად ჩავთვალე ჩაგვეტარებინა ეს შეხვედრა. ლიცეუმი ჩაბარების დღიდან ზრუნავს კადეტების განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, მათი სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, მათ მსოფლმხედველობაზე. გვაღელვებს მათი ბედი. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ყველა პროფესიის ადამიანი. მთავარია ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ ჩვენი ქვეყნის სამსახურში“ -აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა მახლაზ გოლეთიანმა.

შეხვედრის პირველ ნაწილში წარმოდგენილ იქნა ის უპირატესობები, რასაც აკადემია სთავაზობს აბიტურიენტებს სხვა სასწავლებლებთან შედარებით საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების, დასაქმების, დაფინანსების, ჯანმრთელობის დაზღვევისა თუ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნვეყოფის თვალსაზრისით. შეხვედრის მეორე ნაწილი სრულად დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟიმს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S