
ლიცეუმში კადეტების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
05/03/2021 06:09:29 თავდაცვა, რეკლამა
ლიცეუმში კადეტების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პრეზენტაციას ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სასწავლო კურსის უფროსები, პედაგოგები და პირველი სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კადეტებმა პროექტების - „ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა“ და „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“ ფარგლებში შექმნეს ვებ–გვერდი და ბლოგები, სადაც მოცემულია მათ მიერ მოძიებული და დამუშავებული როგორც სასკოლო-საგანმანათლებლო, ასევე შემეცნებითი სახის ინფორმაცია. შექმნილი სასწავლო რესურსები გაჯერებულია დოკუმენტური და ფოტო-ვიდეო მასალებით. კადეტებს პროექტზე მუშაობისას ფასილიტაციას უწევდნენ პედაგოგები ეკა მურუსიძე, თეა ქუთათელაძე და ქეთევან ფესტვენიძე. შექმნილი ელექტრონული რესურსები შეგიძლია იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3e8O4JY https://bit.ly/2PxMpU7 https://bit.ly/384oe62