"უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი იქნება  პრიორიტეტული"

05-03-2021 11:03:34 კონფლიქტები

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, განსახილველ საკითხთა შორის პრიორიტეტული "უკანონო პატიმრობაში საქართველოს მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი იქნება".

"ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთხელ დავსვათ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი. ეს საკითხი არის გაჟღერებული მაღალ რეგისტრში საერთაშორისო ფორუმებზე. გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული მხარდაჭერა და შესაბამისად, აღნიშნული თემა იქნება პრიორიტეტული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. რიგ სხვა საკითხებთან ერთად ვისაუბრეთ უკანონო სამხედრო წვრთნებზეც", – განაცხადა ანთაძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის ზვიად ზვიადაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ ჰუმანიტარულ საკითხებსაც.

"ვისაუბრებთ ახალგორში მაცხოვრებელი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ", – განაცხადა ზვიადაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები