„ვიზეარში“ ნათია თურნავას ინფორმაციას არ ადასტურებენ

05-03-2021 13:03:10 ეკონომიკა

ავიაკომპანია „ვიზეარში“ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციას, რომ ავიაკომპანია მარტის ბოლოდან აღადგენს ფრენებს, არ ადასტრებენ.

კომპანიის წარმომადგენელი ანდრაშ რადო ამბობს, რომ კომპანიას მუშაობის განახლების სურვილი აქვს, თუმცა დამოკიდებულია საქართველოზე. ამასთან, ის ვაქცინაციის პროცესზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ დამოკიდებულები ვართ საქართველოზე. ნამდვილად გვინდა ფრენების აღდგენა. ეს ალბათ ზაფხულისკენ მოხდება – სეზონის განსაკუთრებით აქტიურ პერიოდში, თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია რეგულაციებსა და შეზღუდვებზეც. რაც შეეხება მოლოდინებს, არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც კი ვაქცინაცია დაიწყება, ალბათ, ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდებით, მაგრამ არც ის ვიცით, ნორმალური მდგომარეობა როგორი იქნება“,– განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის: 4 მარტს ეკონიმიკის მინისტრმა განაცხადა, "ვიზეარი" ფრენებს მარტის ბოლოდან 20 მიმართულებით განაახლებს. მას კონკრეტულ მიმართულებებზე არ უსაუბრია.

"ვიზეარი მარტის ბოლოდან აახლებს ფრენებს, გაანხლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებთ, კვირაში 45 ფრენა", - თქვა თურნავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები