რეპრესიების ყველაზე ახალგაზრდა ქალი მსხვეპლი საქართველოდან

05-03-2021 14:48:01 ეს საინტერესოა

1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლ ქალთაგან ყველაზე ახალგაზრდა – 19 წლის ვერა ვარაზაშვილი გახლდათ. ის 1918 წელს ბორჯომში დაიბადა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ახალგაზრდა ქალის ტრაგედია გარკვეულწილად, მამას ივანე ვარაზაშვილს უკავშირდება: ის 1928 წელს სპარსეთის შაჰის – რეზა-ხან ფეჰლევის მიწვევითა და საბჭოთა მთავრობის ნებართვით ირანში სათავეში ჩაუდგა ირან - ინდოეთის რკინიგზის მშენებლობას. საზღვრების ჩაკეტვისა და აგორებული რეპრესიების გამო ივანე თეირანში დარჩა და იქიდან უგზავნიდა ფულს ოჯახს. მართალია, სამი ვაჟი ჰყავდა, მაგრამ ფულს ვერას სახელზე აგზავნიდა იმ იმედით, რომ პატარა გოგოს ხელს არ ახლდებდნენ. მამის სტრატეგიამ არ გაამართლა – 19 წლის ვერა ვარაზაშვილი დაპატიმრეს.

1937 წლის 11 აგვისტოს შინსახკომის სამეულმა მას ბრალად ქართული ნაციონალ-სოციალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა წაუყენა და უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა.

19 წლის ვერა 1937 წლის 14 აგვისტოს დახვრიტეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები