წულუკიანი – მელიაზე: "ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა, ბენეფიტს ვერ მოუტანს"

05-03-2021 15:43:06 პოლიტიკა ,სამართალი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თეა წულუკიანის განცხადებით, პოლიტიკური კარიერა ციხეზე არ გადის და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის "ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოიტანს".

"მე ვფიქრობ, პოლიტიკურად, თუ კი ავიღებთ ერთ პოლიტიკოსს, პიროვნებას, ნიკანორ მელიას, მისთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს, რაც არ უნდა მას ასე ეგონოს არ მოიტანს. ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა, ასევე დასანანია, რომ მას გარემოცვაში არ აღმოჩნდა ის ადმიანები, ვინც სწორ რჩევას მისცემდნენ, იმიტომ, რომ რეალურად მის პოლიტიკურ გარემოცვას, სამწუხაროდ, აწყობს ნიკა მელია ციხეში, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პოლიციამ ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა და ეს ერთადერთი სწორი გზა იყო.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სამართალდამცველები 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. მომხდარის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 17 ადამიანი დაშავდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები