გომელაური – მელიას დაკავებაზე: "დაახლოებით, 200 პოლიციელი იყო ოფისში – ბევრად ნაკლები, ვიდრე იქ შესული მოქალაქეები"

05-03-2021 16:40:30 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნიკა მელიას დასაკავებლად დაახლოებით, 200 პოლიციელი იყო შესული. მისივე განცხადებით, ოფისში ბევრად მეტი ადამიანი დახვდათ, ვიდრე პოლიციელი იყო შენობაში.

"ჩატარდა პოლიციური ღონისძიება, რა თქმა უნდა ჩვენ დაგვევალა განჩინებით ბატონი მიკა მელიას დაკავება და აქედან გამომდინარე ჩავატარეთ ეს ღონისძიება. რა რაოდენობა და როგორ იყო ეს თემა...შიგნით, რაც მთავარია პროპორციული ძალა გამოვიყენეთ, თუ არა, თუ ითვლიან ისინი ბაზებზე რამდენი ადამიანი იყო, რა არეულობა მოჰყვებოდა, რა მოხდებოდა, ჩვენ ხომ არავინ არ ვიცოდით, დაზღვევის კუთხით, შიგნით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი, იქ იყო როგორც მაშველები შესულები, გარეთ ასევე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც, კრიმინალური პოლიციაც, ისინი შიგნით არ შესულან. ასევე, სახანძრო სამსახურის დანაყოფები. იყო საშიშროება თუნდაც ცეცხლი გაჩენილიყო და რაღაც დიდი უბედურება მომხდარიყო შიგნით. ამას თუ მოვითვლით ყველაფერს ერთად, შეიძლება ბევრი მოეჩვენოს ადამიანს, მაგრამ შიგნით, შესული პირიქით, ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე შიგნით ხალხი იყო ვინც დაგვხვდა", – განაცხადა გომელაურმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები