გომელაური – ქობულეთში გარდაცვლილ 14 წლის მოზარდზე: "ჩვენ მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, მართლა არ ვიცი"

05-03-2021 17:06:18 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ არ იცის, მის უწყებას მეტი რა უნდა გაეკეთებინა ქობულეთში 14 წლის გოგოს საქმესთან დაკავშირებით.

“ტრაგედიამდე ერთი თვით ადრეც იყო მოსული, ბიძებმა მოიყვანეს და დაწერა, რომ მე ჩემი ნებით ამ ადამიანთან… მიყვარს ეს ადამიანი და ა.შ. იყო თემები და დეტალებში აღარ ჩავალ. სამწუხაროდ, ასეთი უბედურება მოხდა. მერე აღმოჩნდა თურმე, რომ ოჯახშიც ცალკე მსხვერპლია, რა თქმა უნდა, არასრულწლოვანი იყო და ეს ცალკე უბედურება იყო. ეს ადამიანი დაიკითხა სოცმუშაკთან ერთად, თავის ოჯახის წევრებთან ერთად და ჩვენ მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, მართლა არ ვიცი, უბრალოდ”, – განაცხადა გომელაურმა.

ქობულეთში 14 წლის გოგომ სავარაუდოდ თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ გოგონაზე ძალადობა უძღოდა. გოგოს გარდაცვალებამდე მალევე მისი გაუპატიურების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს. თუმცა, სავარაუდო დანაშაულის შესახებ პოლიციამ მანამდეც იცოდა, რადგან დანიშნული იყო ექსპერტიზა. ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს 14 წლის დაღუპული გოგოს ბაბუაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები