"რიყის დოქებს" მყიდველი განმეორებით აუქციონზეც არ გამოუჩნდა

05-03-2021 17:23:13 ეკონომიკა

ე.წ. რიყის დოქები განმეორებით აუქციონზეც ვერ გაიყიდა. რიყის დოქების გასაყიდად გამოცხადებული ღია ელექტრონული აუქციონი, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა.

აუქციონი ჩაიშალა, რადგან ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა.

ამჯერად ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 71 250 000 ლარი იყო.

აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები