Accentnews.ge
ოპოზიციამ 20 მარტს შესაძლოა, მასშტაბური აქცია გამართოს

ოპოზიციამ 20 მარტს შესაძლოა, მასშტაბური აქცია გამართოს

08/03/2021 10:42:10 პოლიტიკა

ოპოზიციამ 20 მარტს შესაძლოა, მასშტაბური აქცია გამართოს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"თუ „ქართული ოცნება“ არ წავა რაიმე წინადადებით ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ნიკა მელიას საკითხი ძალიან პრინციპულია, მაშინ 20 მარტს ძალიან დიდ აქციას ვაპირებთ და ეს აქცია იქნება საქართველოს მოქალაქეების პასუხი ხელისუფლებისადმი, რომელიც სრულიად თავგასულია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, ხელისუფლებას მოლაპარაკებები ჩაშლის საშუალება არ უნდა მისცენ. ამასთან, რიგი მათგანი მიიჩნევს, რომ "სწორი იქნებოდა, ასეთ ვითარებაში მოლაპარაკებათა მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლებულიყო".

ცნობისთვის: “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც, მათი განცხადებით, “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S