
„ბლუმბერგზე“ ერთი აშშ დოლარი 2.8668 ლარი ღირს
10/07/2019 05:58:46 ეკონომიკა
ამ დროისთვის „ბლუმბერგზე“ ერთი აშშ დოლარი 2.8668 ლარი ღირს.
9 ივლისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ფასი 2.9096 ლარს შეადგენდა.
ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
გაზაფხულზე გაუფასურების შემდეგ, ლარს ივნისის პირველ ნახევარში გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ივნისის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურებას განაგრძობს.