ჭყონდიდის ეპარქიაში ჟურნალისტების დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
08/03/2021 17:39:38 სამართალი
ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენციაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე (გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანება) მუხლით დაიწყო.
8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. ამ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა - პროტესტის ნიშნად კი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდამჭერების ნაწილი აივანზე იყო შეკრებილი. მათთან ერთად იდგნენ ჟურნალისტებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები.
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში, მას შემდეგ განახლდა, რაც ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეპანემ (კალაიჯიშვილმა) ორი დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს ბრძანებით აუკრძალა ნებისმიერ მღვდელმსახურებაში მონაწილეობა. ბრძანების თანახმად, მათ თავად არ ინებეს მიტროპოლიტ სტეფანესთან თანამსახურება.


