Accentnews.ge
„სააკაშვილს ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა, 2012 წელს არჩევნებს ვერ მოვიგებდით“

„სააკაშვილს ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა, 2012 წელს არჩევნებს ვერ მოვიგებდით“

08/03/2021 21:00:45 პოლიტიკა

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ფარული ჩანაწერი, რომელიც „ტვ პირველმა“ 6 მარტს გამოაქვეყნა, „ქართული ოცნების“ შიგნით დაწყებული დაპირისპირების გამოძახილია.

„კი ამბობენ, „ოპოზიციამ გააკეთაო“, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შიგნით დარწმუნებულები არიან, ეს ერთ–ერთი მათგანის გაკეთებულია და შიგნით ეძებენ „ვირთხას“. შიდა გამოძიებას აწარმოებენ. დიდი გამოცდილება მაქვს და ზუსტად ვიცი, როგორ ხდება: როგორც კი კოლექტიური მურუსიძე იგრძნობს, რომ შეიძლება, ხელისუფლება შეიცვალოს, საშუალო რანგის ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან, იმისთვის რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში „კვერცხები“ მომავალ ხელისუფალთან დადოს, გარკვეული გადაზღვევა გააკეთოს, იწყებს ასეთი ინფორმაციის მეორე მხარისთვის მიწოდებას, რათა თამაშში დარჩეს ან ხელშეუხებელი იყოს“,– განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ „ფალსიფიკაციააო“, რომ ამბობენ, ამას რატომ არ იძიებენ? როგორც იქცევიან და ლაპარაკობენ, ეს ფაქტობრივად, დანაშაულის აღიარებაა“:.

ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ძიების დაწყებასთან დაკავშირებით დირექტივას ელოდება:

„ფაბრიკაცია არის თუ არა, ამას ვერ ვიტყვი. ეს გამოძიებამ უნდა თქვას. ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა მიშას [სააკაშვილს] 2011 წელს, პრაქტიკულად გამოვრიცხავ: მიშა სააკაშვილს ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა, ჩვენ 2012 წელს არჩევნებს ვერ მოვიგებდით. მე შიგნით, „სამზარეულოში“ ვიყავი და მშვენივრად ვიცი, როგორ მიდიოდა ყველაფერი. ჩვენ „დანის პირზე“ ვიარეთ. მას ეს რომ ჰქონოდა და არ გამოეყენებინა, წარმოუდგენელია. ბერასაც დაიჭერდა, ანზორ ჩუბინიძესაც, ირაკლი ღარიბაშვილსაც მიაყოლებდა და ჩვენი მოძრაობის დისკრედიტაციასაც მოახდენდა. იგივე 2015 ან 2016 წელს რომ ჰქონოდა, გამოიყენებდა. მე არ ვიცი, როდისაა გაკეთებული, მაგრამ არადამაჯერებელია რიტორიკა, რომ ეს 2010 წლის ჩანაწერია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S