Accentnews.ge
მედია – გურჯაანში მშობლებს კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ

მედია – გურჯაანში მშობლებს კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ

09/03/2021 07:41:03 სამართალი

გურჯაანში მშობლებს კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ, – იუწყება gurjaanitv.com.

მისივე ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მშობლები კი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

მოგვიანებით, შსს–მ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S