Accentnews.ge
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მდინარაძისა და "მოქალაქეების" მოსაზრება ერთმანეთს დაემთხვა

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მდინარაძისა და "მოქალაქეების" მოსაზრება ერთმანეთს დაემთხვა

09/03/2021 08:56:47 პოლიტიკა

დღეს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი „ტვ პირველის“ ეთერით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

„მოქალაქეების“ ლიდერებმა ოპოზიციას მიმართეს, დაეხმარონ მათ აღნიშნული ინიციატივის რეალიზებაში, რადგან რეგლამენტის თანახმად, 30 ხმა საკმარისია საკითხის ინიცირებისათვის, ხოლო 50 ხმა - კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

მოგვიანებით, მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. კერძოდ, მან ოპოზიციას მიმართა, პარლამენტში შევიდეს და თუ „ტვ პირველის" ეთერით გავრცელებული ჩანაწერების გამოძიება სურს, საგამოძიებო კომისია საკუთარი ინიციატივით შექმნას:

"დღეს, როცა ამ ფაბრიკაციის გავრცელებით და მასზე აღშფოთებით თავად არიან დაკავებული, შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ და თუ ამ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან. თუკი ოპოზიციას „ქართული ოცნების" ლიდერების შეკვეთილი ძალადობის - აი, ამ სისულელეების, ოდნავ მაინც სჯერა, არ გაუშვან კომისიის შექმნის შანსი. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ უარი თქვეს, არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე. გავრცელებული ცრუ ნარატივის 1% -ით მაინც თუ სჯერათ, პარლამენტში შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნის ბერკეტი გამოიყენონ, თავად გამოიძიონ, რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ასევე: სკანდალური ჩანაწერის გავრცელებიდან სამი დღის თავზე პროკურატურა მხოლოდ მისი მოპოვების ფაქტით დაინტერესდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S