Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრმა და  NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა "არსებითი პაკეტით" გათვალისწინებული ინიციატივები განიხილეს

თავდაცვის მინისტრმა და  NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა "არსებითი პაკეტით" გათვალისწინებული ინიციატივები განიხილეს

09/03/2021 13:52:30 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ როსარია პუგლისთან შეხვედრა გამართა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ როსარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებისა და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუციის საკითხები განიხილეს.

​მინისტრმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უწყებაში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები გააცნო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S