Accentnews.ge
თელავში მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავში მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

10/03/2021 07:50:54 სამართალი

თელავის რაიონულმა სასამართლომ მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე დაკავებულის უფლებადამცველმა მოსამართლეს აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ლალი ჩაველაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რამაც შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, თუმცა დუმილის უფლება გამოიყენა.

შემთხვევა თელავში 7 მარტს მოხდა. 28 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა, რის შემდეგაც პოლიციას თავად აცნობა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S