“ქართული ოცნების” ოფისთან აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა
10/03/2021 09:40:43 სამართალი
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა საქართველოს წარმომადგენლები აქციას მართავენ, პოლიციამ 6 პირი დააკავა.
„დაკავებულია ექვსი ადამიანი ადმინისტრაციული წესით. ხუთი ადამიანი დაკავებულია ასკ-ის 173-ე მუხლით, ერთი კი დაკავდა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ბოლო დაკავებული ილანძღებოდა, იგინებოდა და არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგადაც დაკავდა“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსმა გოგა მემანიშვილმა.
აქტივისტები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის ავტომობილს საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერით წინ გადაუდგნენ. შეხლა-შემოხლა აქტივისტებსა და სამართალლდამცავებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა. გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად, აქტივისტები ცდილობდნენ გზის სავალ ნაწილზე დამსხდარიყვნენ, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ცნობისთვის: აქტივისტები „ტვ პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შინაარს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გამოძება ამ შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაწყებულიყო.


