გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს
10/03/2021 13:05:16 სამართალი
გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
56 წლის კაცს დაზიანებები ყელის არეში, ცივი არაღით აქვს მიყენებული. იგი "გორმედშია" გადაყვანილი.
"სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. კისრის არეში აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა. ოპერაციის შემდგომ, მისი მდგომარეობა ფასდება სტაბილურად მძიმედ",- აცხადებს ექიმი მერაბ მაისურაძე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობას განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


