Accentnews.ge
რუსეთი კორუფციისთვის სასჯელს ამსუბუქებს

რუსეთი კორუფციისთვის სასჯელს ამსუბუქებს

10/03/2021 15:37:41 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ანტიკორუფციული კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების ჩამდენი ჩინოსნების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას იძლევა.

კანონპროექტში ფიგურირებს განმარტება - "მათგან [ჩინოსნებისგან - რედ.] დამოუკიდებელი მიზეზით ჩადენილი კორუფციისთვის".

"ასეთ მიზეზებად მოიაზრება სტიქიური უბედურება, ხანძრები, ეპიდემიები, გაფიცვები, საბრძოლო მოქმედებები, ტერორისტული აქტები, ასევე რუსეთის ან უცხოეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული ამკრძალავი ზომები და შეზღუდვები", - განმარტავენ სახელმწიფო სათათბიროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S