Accentnews.ge
აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის

აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის

10/03/2021 19:58:15 სამართალი

გერმანიაში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ არ ეძლევა საშუალება, საქართველოში ჩამოვიდეს და ადგილობრივ პროკურატურას თავად აჩვენოს ის გზა, რომელიც აზერბაიჯანის საზღვამდე გაიარა.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ქვეყანაში არშემოშვებით დაირღვა მისი უფლება, ესარგებლა სამართლიანი გამოძიებით და სწორედ ამიტომ მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი საქართველოში ყოფნა აუცილებელია, რადგან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა თავად უნდა მიიღოს.

„მოვითხოვე საქართველოში ჩამოსვლა და იმ გზის ჩვენება, რომლითაც აზერბაიჯანისკენ წამიყვანეს. როგორც მსხვერპლმა, მე ეს უნდა გავაკეთო, ეს პროცედურული წესია. როდესაც [აზერბაიჯანის] ციხეში ვიყავი, ქართულმა უწყებებმა მითხრეს, რომ აზერბაიჯანი არ აძლევდა მათ ჩემი დაკითხვის უფლებას. უკვე ერთი წელია, თავისუფალი ვარ და ქართული უწყებები არ მაძლევენ საშუალებას, საქართველოში ჩავიდე. ბოლოს არჩილ თალაკვაძემ - პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ჩემი ჩამოსვლა საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდში, შექმნიდა პოლიტიკურ დაპირისპრებას. არჩევნები დასრულდა, ახლა რა მიზეზი იქნება შემდეგი. თუ საქართველოს ხელისუფლება არ იყო თანამონაწილე ჩემს გატაცებაში, მაშინ მათ აუცილებლად უნდა მომცენ ნება ჩავიდე თბილისში, რათა საქმე სათანადოდ გამოიძიონ. ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს მთავრობა ჩართული იყო ჩემს გატაცებაში. ჩემი ქვეყანაში არშეშვების გამო, ჩემმა ადვოკატებმა უკვე გააგზავნეს საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, - წერს მუხთარლი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S